ომის კრიტიკის გამო ტრამპმა ყოფილ მხარდამჭერებს, კარლსონს, ოუენსსა და ჯოუნსს სულელები უწოდა

-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში მკაცრად გააკრიტიკა მისი ყოფილი მხარდამჭერი წამყვანები, მათ შორის, ტაკერ კარლსონიც, მას შემდეგ, რაც სოციალური მედიის ფიგურებმა ირანის წინააღმდეგ -ს ომი გააკრიტიკეს.
“მე ვიცი, რატომაც მებრძვიან ტაკერ კარლსონი, მეგინ კელი, კენდეს ოუენსი და ალექს ჯონსი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი იმ ფაქტით, რომ ფიქრობენ, შესანიშნავია, რომ ირანს, ტერორის ნომერ პირველ მხარდამჭერს, ბირთვული იარაღი ჰქონდეს – რადგან ერთი რამ აქვთ საერთო, დაბალი IQ. ისინი სულელები არიან, ეს მათ იციან, მათმა ოჯახებმა იციან და ყველა სხვა დანარჩენმაც იცის ეს!” – წერს ტრამპი.
პრეზიდენტი ტრამპის თქმით, მის კრიტიკოს მედია ფიგურებზე “არავინ ლაპარაკობს და მათი მოსაზრებები MAGA-ს საპირისპიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხმათა დიდი უმრავლესობით საპრეზიდენტო არჩევნებში არ გავიმარჯვებდი. MAGA მე მეთანხმება და ახლახან CNN-ს გამოუცხადა 100%-იანი მოწონების რეიტინგი ტრამპის მიმართ და არა ხელების მოფართხალე სულელების მიმართ, როგორიცაა ტაკერ კარლსონი, რომელმაც კოლეჯიც კი ვერ დაასრულა.”
ტაკერ კარლსონზე საუბრისას ტრამპი წერს, რომ ის “Fox-იდან გათავისუფლების შემდეგ დაღუპული ადამიანი იყო”. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, კარლსონი “კარგ ფსიქიატრთან უნდა მივიდეს”.
ამას გარდა, ტრამპმა კენდეს ოუენსი “შეშლილად” დაახასიათა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ოუენსი “საფრანგეთის ღრმად პატივცემულ პირველ ლედის კაცობაში ადანაშაულებს, როდესაც ის არ არის კაცი”.
“ეს ეგრეთ წოდებული “მიმომხილველები” არიან და ყოველთვის იქნებიან ლუზერები! ახლა მცდარი ამბები CNN, ჩაფლავებული New York Times და ყველა სხვა რადიკალური მემარცხენე “ამბების” ორგანიზაციები მათ “ადიდებენ” და ცხოვრებაში პირველად “დადებითად” აშუქებენ. ისინი არ არიან “MAGA”-ს ნაწილნი, ისინი არიან ლუზერები, რომლებიც უბრალოდ MAGA-ზე ჩაჭიდებას ცდილობენ.” – წერს პრეზიდენტი ტრამპი Truth Social-ზე.
“როგორც პრეზიდენტს, შემიძლია, რომ ისინი ნებისმიერ დროს გადმოვიბირო, როდესაც მომესურვება, თუმცა, როდესაც მირეკავენ, არ გადავურეკავ ხოლმე, რადგან მსოფლიოსა და ქვეყნის საქმეებით ძალიან დაკავებული ვარ და რამდენიმე შემთხვევის შემდეგ “ღვარძლიანები” ხდებიან, როგორც მერჯორი “მოღალატე” ბრაუნი. თუმცა, ეს აღარ მადარდებს. მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის სწორი საქმის კეთება მადარდებს.” – განმარტავს ტრამპი პოსტის ბოლოს.