ომის დროს თითქმის 20 ათასმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა, რათა თავიდან აეცილებინა სამხედრო გაწვევა – BBC

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე, 19 740-მა მამაკაცმა უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი მეზობელ ქვეყნებთან და ამგვარად დაემალა უკრაინის არმიაში სავალდებულო სამხედრო გაწვევას. ამის შესახებ თავის ანგარიშში წერს BBC, რომელიც ეყრდნობა საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ მიღებულ ცნობებს რუმინეთიდან, მოლდოვიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან.

საუბარია 18-დან 60 წლამდე მამაკაცებზე, რომლებსაც, ს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება შეუზღუდა.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მათ არ იციან, როგორ მოახერხეს უკრაინელმა კაცებმა ქვეყნიდან გაქცევა, მაგრამ დაადგინეს, თუ რა მეთოდებს იყენებდა ის 21 113 ადამიანი, რომლებიც უკრაინის მესაზღვრეებმა დააკავეს. მათგან 14 313 საზღვრის გადაკვეთას ქვეითად ან გადაცურვით ცდილობდა, ხოლო დანარჩენმა 6 800-მა გამოიყენა ყალბი დოკუმენტები. გამოცემა უკრაინის ხელისუფლების მონაცემებზე მითითებით წერს, რომ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ფიქციურ დაავადებებზე აპელირება.
უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვერხოვნა რადაში, ფედორ ვენისლავსკიმ, BBC-ის განუცხადა, რომ უკრაინელების ერთიდან ხუთ პროცენტამდე ნაწილი ცდილობს ჯარში გაწვევისთვის თავის არიდებას. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი უკრაინის თავდაცვისუნარიანობისათვის გადამწყვეტი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს