“ომის დაწყებიდან ასეთი მასშტაბის რამ არ მომხდარა” – საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
საბრძოლო მოქმედებების შეჯამება ში:
❗სამხედრო ნაწილი:
– უკრაინელთა მხრიდან ფრონტის ხაზის სრულმასშტაბიანი გამაგრება და ფორტიფიცირება მიმდინარეობს. ომის დაწყებიდან ასეთი მასშტაბის რამ არ მომხდარა. ითხრება სანგრები, კეთდება ბეტონის ნაგებობები, ევლება მავთულხლართები, იქნება ტანკსაწინააღმდეგო წინააღმდეგობები და სხვა. უკრაინელებს ყრუ თავდაცვისა და ე.წ. “სიღრმეში დაცვის” სტრატეგია აქვთ არჩეული. სანამ საყოველთაო მობილიზაცია განხორციელდება (რომლის პროექტიც რამდენიმე დღეში დამტკიცდება), სამხედროები გაიწვრთნებიან, დასავლური დახმარება სრულმასშტაბიანად განახლდება და ევროპაში წარმოებაც ამუშავდება, მანამდე რაც შეიძლება მცირე დანაკარგით უნდა მოხდეს ფრონტის ხაზის შენარჩუნება.
ამ ფონზე ს მხრიდან აქტიური დაწოლა სრულიად მოსალოდნელია. მაგრამ რა მასშტაბის იერიშზეა საუბარი ჯერჯერობით არაა ცნობილი. ფაქტია, რუსეთის ზამთრის იერიში სხვადასხვა წერტილიდან დანაყოფების მოხსნით და ერთი მიმართულებით გადასროლით განხორციელდა, რაც დიდი გარღვევით ვერ დასრულდა. ახლა კი რუსეთი აქტიურად ახორციელებს მობილიზაციას, მაგრამ საეჭვოა იმდენად დიდი სტრატეგიული რეზერვი შექმნას, რომ ფრონტის ხაზზე რამდენიმე მიმართულებით ერთიანი და ხანგრძლივი შეტევა აწარმოოს. თუმცა ნებისმიერი ფორმით რისკები არსებობს მათ შორის ისიც, რომ რუსებმა საზღვარი კიდევ ერთ ადგილას გადაკვეთონ და ახალი იერიში დაიწყონ ხარკივის ან სულაც სუმის ოლქის მიმართულებით. ამიტომაც მიმდინარეობს ორივე ოლქის გამაგრება-მილიტარიზაცია.
– ბოლო კვირაა რუსეთი განსაკუთრებით გააქტიურებულია უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების რაოდენობით. ყოველდღიურად ათობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა უკრაინული ქალაქებისაკენ მიფრინავს. აქტიურია ირანული წარმოების დრონების რაოდენობაც. ნათელია, რომ რუსეთის მხრიდან გარკვეული დროით მოხდა ახალი ტექნიკის დარეზერვება და შემდგომ ასეთი მასშტაბური იერიშების განხორციელება. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთი თვეობით ნაგროვებ ტექნიკას რამდენიმე კვირის განმავლობაში ხარჯავს ხოლმე. საერთოდაც, წელს რომ სარაკეტო იერიშების მასშტაბია უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მეტწილად არ გადაიტვირთა და უძლებს რუსულ იერიშებს. სარაკეტო დარტყმების სამიზნე სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურაა. საფრთხის ქვეშაა კაშხლებიც. მათი ნგრევა პოტენციურად კატასტროფული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს.
– რუსულმა ავიაციამ ქალაქი დონეცკის შემოგარენში ინტენსიური დარტყმები დაიწყო. ქალაქი მარიინკას სიახლოვეს დაიბომბა კურახოვეს ხიდი, რომელიც წყალსაცავზეა აგებული. რუსული ძალების მცდელობა ინიციატივის შენარჩუნება და მარიინკა-ავდიივკას მონაკვეთზე წინსვლის გაგრძელებაა. თუმცა ავდიივკას აღებიდან ერთი თვის შემდეგ რუსული წინსვლა მინიმალურია, ტემპი კი შენელებული.
– საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურია დონეცკის ოლქში, ბახმუტის დასავლეთით, ჩასივ იარის მიმართულები. რუსები ცდილობენ კარგად გამაგრებული დასახლების ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გადატანას, თუმცა უკრაინელებს მყარად უჭირავთ პოზიციები. მიუხედავად ამისა საეჭვოა რუსებმა ჩასივ იარის სიახლოვეს შეტევის ინტენსივობა ძალიან შეამცირონ. აღნიშნული პუნქტი უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილია და ბახმუტს პერმანენტული საფრთხის ქვეშ ამყოფებს. თუმცა განსხვავებით ბახმუტისაგან ჩასივ იარის დაცვა არამხოლოდ ეფექტური ზღუდეებითაა შესაძლებელი, არამედ ბუნებრივადაც უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება.
– რუსები ს მიმართულებით დონეცკისა და ზაპორიჟიას ოლქების გავლით დამატებით ლოჯისტიკურ ხაზებს აგებენ, მათ შორისაა სარკინიგზო ქსელი. მომარაგების ახალი სარკინიგზო ხაზი რუსეთის ტაგნაროგს ოკუპირებულ მარიუპოლთან, ბერდიანსკთან, საბოლოოდ კი ყირიმთან აკავშირებს. როგორც ჩანს, რუსები ყირიმის ხიდზე უკრაინელთა დარტყმისათვის ემზადებიან.
– აქტიურად იბომბება რუსეთის ბელგოროდის ოლქი. სასაზღვრო სოფლების ნაწილი მოსახლეობისაგანაა დაცლილი. უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული ლეგიონის მხრიდან დასახლება კოზინკას აღებას კრემლის მხრიდან სოფლის სრული განადგურება მოჰყვა. 500 კილოგრამიანი ბომბებით განმეორებითი დაბომბვების შემდეგ სოფელი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ლეგიონის მხრიდან რეიდი ამ ეტაპზე დასრულდებულია. თუმცა სასაზღვრო ზონა კვლავ უკონტროლო აქვთ რუსებს. ამ ფონზე რუსულ ავიაციასა და დანაყოფებს რუსეთის ტერიტორიაზეც კი უწევთ მოქმედება.
❗პოლიტიკური ნაწილი:
– თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა პოლონელი გენერალ-ლეიტენანტი, EUROCORPS-ის სარდალი იაროსლავ გრომაძინსკი. იგი დაბარებულია ვარშავაში სადაც სამხედრო გამოძიება დაიწყო. მას შეიძლება საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ან რუსეთზე ფარულ თანამშრომლობას ედავებოდნენ. თუმცა ეს მხოლოდ ვერსიები და ჯერჯერობით გამოძიების ოფიციალური მიმართულება არ გამჟღავნებულა. იგი უკრაინელი სამხედროების წვრთნაზეც იყო პასუხისმგებელი. შესაბამისად, მისი გადაყენება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.
– ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩეხურ დაზვერვაზე დაყრდნობით ირკვევა რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი რუსეთისაგან ფინანსდებოდა რათა რუსეთის სასარგებლო დეზინფორმაცია და პროპაგანდა გაევრცელებინათ. ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა ორი მიზეზის გამო: 1. წელს ევროპარლამენტის არჩევნებია; 2. მიუთითებს თუ რა მასშტაბზე აქვს რუსეთს პოლიტიკური გავლენები და საცეცები მთელს მსოფლიოში. ვნახოთ როგორი იქნება უშიშროების სამსახურების მოქმედება ევროპის შიგნით.
– პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომის საშიშროება ძალიან მაღალია. ქვეყნის თავდაცვისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-მდე იქნება რაც ბოლო 30 წელიწადში რეკორდული თანხაა. პრემიერი ტუსკის განცხადებით ასეთი მასშტაბის საფრთხე ევროპას 1945 წლის შემდეგ არ უნახავს. ევროპის მასშტაბით გამოცოცხლება და ხელახალი მილიტარიზაცია უსაფრთხოების მაღალ დონესაც გულისხმობს ეს კი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ევროპის მხრიდან რიგი გადაწყვეტილებები უფრო თავისუფლად იქნება მიღებული თუ მათი უსაფრთხოება ადგილზევე კარგად იქნება დაცული.
– ტაივანის წარმომადგენლის მხრიდან ძალიან კარგი განცხადება გაკეთდა -სთან მიმართებით: ჩინეთი კარგად აკვირდება თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი უკრაინაში. თუკი მისი დაპყრობაზე ორიენტირებული აგრესია წარმატებული იყო უცხო ქვეყანაში რა დაუშლის ჩინეთს ტაივანში განახორციელოს მსგავსი ქმედება იქ, რასაც, თავისად მიიჩნევსო.
– რუსეთში ტერაქტის შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს შუა აზიური წარმოშობის მოსახლეობისა და მუსლიმების ჩხრეკა, შემოწმება, დაკავება და ასე შემდეგ. მარტო შუა აზიური წარმოშობის რუსეთში მცხოვრები მოსახლეობა დაახლოებით 10 მილიონს აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი – საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად

სალომე ქურასბედიანი – წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა, ეს მიდგომაც ნათლად მეტყველებს ე. წ. ობიექტურობაზე

სალომე ქურასბედიანი – ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას