ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს – ზელენსკი

10 აგვისტოს დილას უკრაინის პრეზიდენტის სოციალურ მედიაში გავრცელებული განცხადება ომის დასრულების საკითხს ეხმაურება.
“ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს და მე მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ახლა სთან, ჩვენს ხალხთან ერთადაა უკრაინაში მშვიდობისთვის, რომელიც იცავს ჩვენი ევროპელი ხალხების სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესებს”, – წერს ზელენსკი და მადლობას უხდის მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც ამ პერსპექტივაზე მუშაობენ.
“უკრაინა აფასებს და სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ მელონის, კანცლერ მერცის, პრემიერ-მინისტრ ტუსკის, პრემიერ-მინისტრ სტარმერის, პრეზიდენტ ს და პრეზიდენტ სტუბის განცხადებას უკრაინისთვის მშვიდობის შესახებ.”
ზელენსკის განცხადების ფონია 15 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრა ს და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ალასკაზე. ამ შეხვედრის წინ მშვიდობაზე საკუთარი ხედვა წარუდგინეს შტატებს ევროპამ და უკრაინამ.
8 აგვისტოს Wall Street Journal-მა წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, მზადაა ზავისთვის იმის სანაცვლოდ, თუ უკრაინა დათმობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, რომლებსაც ძირითადად რუსეთი აკონტროლებს.
„უკრაინა მზადაა რეალური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებსაც შეუძლია მშვიდობის მოტანა. ნებისმიერი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგაა მიმართული, ნებისმიერი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის გარეშეა, ამავე დროს არის მშვიდობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები. ისინი არაფერს მოიტანს. ეს არის მკვდარი გადაწყვეტილებები, ისინი არასდროს იმუშავებს“, – ეს უკვე ზელენსკის მიერ 9 აგვისტოს გავრცელებული მიმართვის ფრაგმენტია, სადაც ის ასევე ამბობს, რომ მზადაა ითანამშრომლოს ტრამპთან და სხვა პარტნიორებთან „ნამდვილი მშვიდობისთვის“.