ომით გამდიდრებულ კეზერაშვილის ფონზე, არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომელთაც ამ ქვეყანაში კვლავ ომის გაჩაღება და საკუთარი მოგების ნახვა სურთ

„თუ დააკვირდებით, მიხვდებით, თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომელთაც კრებსით გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ და რომლებიც ყველაზე კარგ გამოსავალს ომში ხედავენ“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ომით გამდიდრებულ კეზერაშვილის ფონზე, არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომელთაც საქართველოში კვლავ ომის გაჩაღება და საკუთარი მოგების ნახვა სურთ.
„ომი ჩვენც გადავიარეთ და ვნახეთ, სულ ხუთდღიანმა ომმა თუ რა ტკივილი მოუტანა ქვეყანას. ამდენი წლის მერე, მგონი, პირველად, წელს დავუბრუნდით ომამდელ ეკონომიკურ მდგომარეობას. თუმცა, ისიც ვნახეთ, ვიღაცას ამ ხუთდღიანმა ომმა რაც მოუტანა – მაგალითად, პატარა ქვეყნის რიგით მინისტრ კეზერაშვილს, რომელიც დღეს მსოფლიოში ცნობილ მილიარდერთა სიაშია და რომელიც თავს უფლებას აძლევს, რომ საკუთარი პარტიები ჰყავდეს და ტელევიზიები ჰქონდეს. მსგავსი სურვილი კი სამწუხაროდ სხვებსაც უჩნდებათ, რომ ამ ქვეყნის ომში ჩათრევით თავიანთი მოგება ნახონ.
ხომ არ გახსენდებათ იმ დაღუპულ გმირებს შორის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ან მათი ოჯახის წევრების გვარები? არა, რადგან ომის დაწყებისთანავე ისინი უკვე ან გახიზნულები იყვნენ, ან საზღვართან იდგნენ და სიგნალს ელოდებოდნენ, რომ თავი შეეფარებინათ.
ჩვენ არ ვართ იმ მოცულობის ქვეყანა, რომ დედამიწის ნებისმიერ კუთხეში არსებულ კონფლიქტში ჩავერთოთ და ამხელა მსხვერპლი გავიღოთ, თორემ, ქართველმა ვაჟკაცმა ყოველთვის იცოდა, მტერი თუ სახლში შეუვარდებოდა, როგორ უნდა დახვედროდა“, – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენი ამოცანაა, ორიენტირებული ვიყოთ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განრიდებაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე. კანონმდებლობა მოვიდა შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, და კიდევ უფრო ჰუმანური გახდა“

სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის” არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს, გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ