ომბუდსმენის რწმუნებულებმა გასულ ღამეს დაკავებული 10 ადამიანი მოინახულეს

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული ღამის მანძილზე ადგენდენ აქციაზე დაკავებულთა ადგილმდებარეობას, ხვდებოდნენ დაკავებულებს და პირადად იგებდნენ ინფორმაციას მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ.
მათი ცნობით, 3 მაისის დილის მდგომარეობით სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირი მოინახულეს.
“ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას.
განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას”- ნათქვამია განცხადებაში.
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.
3 მაისის ღამეს დაკავებულთა რაოდენობის შესახებ -ს ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. დაკავებულთა შორის არიან ორი მუსიკოსი, სანდრო ქერაული და მიხო კალანდარიშვილი.