ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის შეწყალების თხოვნით „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს დღეს მიმართეს

ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის შეწყალების თხოვნით „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს დღეს მიმართეს.
400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე ბრალდებულებს, ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება 20 იანვარს გაუფორმდათ.
შეთანხმების მიხედვით, ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ნივთის ჯგუფურად დაზიანებაში, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში 1 წლის და 6 თვის გატარება მოუწევთ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი ჩაეთვლებათ პირობით მსჯავრად.
გამომდინარე იქიდან, რომ საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი 2024 წლის 16 მაისს დააკავეს, მათი პატიმრობის ათვლა ამ დღიდან დაიწყო. შესაბამისად, მსჯავრდადებულები პენიტენციურ დაწესებულებას დაახლოებით 10 თვეში დატოვებენ.