ომანში გაიმართა არაპირდაპირი მოლაპარაკება -სა და ირანს შორის

6 თებერვალს ომანში გაიმართა მოლაპარაკება -ის და ირანის წარმომადგენლებს შორის – ურთიერთობის მკვეთრი გაუარესების ფონზე ამ ორ ქვეყანას შორის, რომლებიც შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩდნენ.
ქვეყნების დელეგაციებს არ გაუმართავთ პირდაპირი მოლაპარაკება. გავრცელებული ცნობებით, ირანის დელეგაციამ – რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარო საქმეთა მინისტრი, აბას არაყჩი – თავიანთი ხედვა გააცნეს ომანის მხარეს, რომელიც შუამავლის როლით გამოდის. ირანის პოზიცია ომანმა მიაწოდა აშშ-ის წარმომადგენლებს. როგორც ირანული სააგენტო, Mehr იუწყება, მოლაპარაკება გაგრძელდა არაპირდაპირ ფორმატში – ომანის წარმომადგენლები შუამავლის ფუნქციას კისრულობდნენ ორივე დელეგაციასთან.
პარასკევს დღისით გამოცხადდა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარე ეტაპი დასრულდა. გავრცელებული მოლოდინით, მოლაპარაკებები გაგრძელდება.
მოლაპარაკების დაწყებამდე აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სურდათ წამოეჭრათ ირანის არა მხოლოდ ატომური, არამედ სარაკეტო პროგრამის საკითხები, ასევე თეირანის მიერ რეგიონში გასამხედროებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხი და ირანში მიმდინარე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების წინააღმდეგ განხორციელებული სისხლიანი რეპრესიების თემა. ირანის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ არ აპირებდნენ სარაკეტო პროგრამის საკითხის განხილვას. ამასთან, ირანელები სკეპტიკურად ლაპარაკობდნენ ვაშინგტონის მხრიდან ურანის გამდიდრებაზე უარის თქმის მოთხოვნაზე დათანხმების შესაძლებლობაზეც.
მოლაპარაკების შემდეგ არაყჩიმ განაცხადა, რომ შეხვედრა ატომური პროგრამის საკითხზე იყო კონცენტრირებული.
აშშ-ის მხრიდან ომაბში ჩავიდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას