ოლ-პი ჯგუფის მორიგი ტექნოლოგიური სიახლე – 𝗟𝗮𝘀𝗲𝗿 𝘀𝗰𝗿𝗲𝗲𝗱 𝗠𝗮𝗰𝗵𝗶𝗻𝗲
„იატაკის ლაზერული გასწორების სისტემა ინოვაციაა ქართულ ბაზარზე. იგი უზრუნველყოფს ინდუსტრიული პროექტების შესრულებას გერმანულ სამშენებლო სტანდარტთან DIN8202 შესაბამისობით. მისი გამოყენებით, იატაკის მოწყობა ხდება მილიმეტრების სიზუსტით“, – ნიკოლოზ მაჩალაძე, „ოლ-პი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.
კომპანიის ინფორმაციით, დანადგარი მასშტაბური არეალის უმოკლეს დროში დაფარვის შესაძლებლობით გამოირჩევა – ერთ ჩასხმაზე 3 000 კვ.მ.-ის ათვისების სახით.
იატაკის ლაზერული გასწორების სისტემის გარდა, „ოლ-პი ჯგუფი“ ფლობს გამამკვრივებელი ფხვნილის დამყრელ მოწყობილობას. მისი ტექნიკური უპირატესობა კი შემდეგი მდგომარეობს: იგი საშუალებას იძლევა გამამკვრივებელი ფხვნილი სველ ბეტონზე ავტომატიზებულად და თანაბრად გადანაწილდეს. პროცესის შედეგი კი დროის ეკონომია და გამძლეობით გამორჩეული ინდუსტრიული იატაკია.
ინფორმაციას „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ ავრცელებს
