ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარი, ვერცხლის მედალოსნებს კი 500 000 ლარი გადაეცემათ

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 000 ლარს გადასცემს.
ამის შესახებ მ ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე ისაუბრა.

“ოლიმპიური თამაშების წინ, ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია, ამ შემთხვევაშიც – მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 000 ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებათ იმისთვის, რომ ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლოთ, მაგრამ ეს არის, რა თქმა უნდა, დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას დამატებით აამაღლებს. მე მინდა მთავრობის სახელით დაგპირდეთ, რომ კვლავაც გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელებისა და ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წლიდან წლამდე.” – თქვა მ.