ოლექსი გონჩარენკო – ევროპარლამენტი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის, ევროპარლამენტის დასკვნებს ვეთანხმები

ევროპარლამენტი საქართველოში ახალი ს ჩატარების მოწოდებით გამოდის, ევროპარლამენტის დასკვნებს ვეთანხმები, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპარლამენტი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. ევროპარლამენტის დასკვნებს ვეთანხმები. საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სტატუსით ვიყავი და ეს არეულობა ჩემი თვალით ვნახე“, – წერს ოლექსი გონჩარენკო.
ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტი ევროკომისიას საქართველოს უვიზო რეჟიმის გადახედვისკენ მოუწოდებს; ასევე, ს, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, სა და ს დასანქცირებას მოითხოვს და ერთი წლის განმავლობაში საქართველოში არჩევნების ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის.
ევროპარლამენტმა რეზოლუცია 444 ხმით 72-ის წინააღმდეგ მიიღო.