ოლეგ ბარციცი -ს ვენესუელის მიმართ “აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ” მოუწოდებს

ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა Апсныпресс-თან საუბრისას თქვა, რომ -ს ვენესუელის მიმართ “აგრესიული მოქმედებების შეწყვეტისკენ” მოუწოდებს.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ ვენესუელაში ს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ელჩი, ზაურ გვაჯვა ან ე.წ. საელჩოს სხვა თანამშრომლები აშშ-ს იერიშის შედეგად არ დაშავებულან და მათ და ს საელჩოს კომუნიკაცია აქვთ.

ცნობისთვის, კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს.

ამჟამად მადურო ხომალდ USS Iwo Jima-ზე იმყოფება, რომელიც ნიუ-იორკისკენ მიემართება. პრესკონფერენციაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ამერიკაში ნარკოტერორიზმთან დაკავშირებით ბრალდებების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება.