ოლაფ შოლცმა ტრამპის კომენტარებს ზელენსკიზე “მცდარი და სახიფათო”, ფრიდრიხ მერცმა კი “რუსული ნარატივი” უწოდა

გერმანიის კანცლერის ს განცხადებით, -ის პრეზიდენტის, ს კომენტარები ზელენსკიზე “მცდარი და სახიფათოა”.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
“უბრალოდ მცდარი და სახიფათოა პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმაციის უარყოფა. სიმართლეა: უკრაინის არჩეული სახელმწიფოს მეთაურია. ფაქტი, რომ სათანადო ვერ ჩატარდება შუა ომში, თანხვედრაშია უკრაინის კონსტიტუციასთან და საარჩევნო კანონებთან. სხვას არავინ უნდა ამტკიცებდეს,” – განაცხადა შოლცმა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ ტრამპის განცხადებაზე გერმანიის “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერმა, გერმანიის კანცლერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ფრიდრიხ მერცმაც გააკეთა კომენტარი.
“ეს არსებითად დამნაშავისა და მსხვერპლის როლების კლასიკური გადაწყობაა. ეს რუსული ნარატივია. სიმართლე გითხრათ, გარკვეულწილად შოკირებული ვარ, რომ დონალდ ტრამპმა, როგორც ჩანს, ეს თავის [ნარატივად] გაიხადა,” – განაცხადა მერცმა.