ოლაფ შოლცმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ესკალაციის შემცირებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ს პრემიერ-მინისტრ სთან სატელეფონო საუბარი გამართა და მოუწოდა, თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში და მისი გავრცელება რეგიონის სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა განაცხადა.
ამასთან, შოლცმა დაადასტურა, რომ ფედერალური მთავრობა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან „დიდი შვიდეულიდან“ და ევროკავშირიდან და კოორდინაციას უწევს ძალისხმევას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის დროს, ნეთანიაჰუმ გერმანელ კოლეგას რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ