ოლაფ შოლცი სი ძინპინთან შეხვედრაზე – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მთელ საერთაშორისო წესრიგს აზიანებს

ს სამხედრო აგრესიამ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ და რუსეთის ფედერაციის ხელახლა შეიარაღებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია ევროპის უსაფრთხოებაზე და პირდაპირ აზიანებს ევროპის ძირითად ინტერესებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რუსეთის ქმედებები ზიანს აყენებს მთელ საერთაშორისო წესრიგს, რადგან არღვევს გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპს – ეროვნული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს”, – განაცხადა შოლცმა და დასძინა, რომ პეკინში მისი ბოლო ვიზიტის დროს მან და ჩინეთის ლიდერმა ბირთვული საფრთხეების მიუღებლობის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
”მსურს თქვენთან ერთად განვიხილო, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად,” – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 1-ელი იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა – განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება