კირ სტარმერთან შეხვედრაზე – გავაგრძელებთ ს მხარდაჭერას

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა შეხვედრაზე ს წინააღმდეგ უკრაინის ომზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ს დახმარებას გააგრძელებენ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„მოვიდა დრო, ჩვენ, როგორც ევროპელებმა და უკრაინის მეგობრებმა, საერთო სტრატეგია შევიმუშაოთ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს რომ ჩვენ გავაგრძელებთ კიევის მხარდაჭერას“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ამასთან, ოლაფ შოლცსა და კირ სტარმერს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ პრესრელიზი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა, რომ მნიშვნელოვანია, უახლოეს თვეებში უკრაინის პოზიციები მაქსიმალურად ძლიერი იყოს, რათა მშვიდობა ძალის გამოყენებით მიიღწევა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ს სრულმასშტაბიანი შეჭრა ში ხაზს უსვამს ევროპაში თავდაცვის წარმოების გაზრდისა და კოორდინაციის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სა და კირ სტარმერის შეხვედრა გუშინ, ლონდონთან ახლოს, კირ სტერმერის ჩეკერსის რეზიდენციაში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის