ოლაფ შოლცი – ილონ მასკი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა

ილონ მასკი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„ახალი ის არის, რომ ის [ილონ მასკი] მთელი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა. ეს ნამდვილად ამაზრზენია და ევროკავშირში დემოკრატიის განვითარებისთვის კარგი არ არის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღონისძიებაზე ილონ მასკის სიტყვით გამოსვლასაც გამოეხმაურა.
„აბსოლუტურად კრიტიკულად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რაც ილონ მასკმა გერმანიის ისტორიის შესახებ თქვა. ნაცისტებისგან გათავისუფლებისთვის გერმანია -ს მადლიერია და სწორედ ამიტომ ვარ ასე გაბრაზებული ილონ მასკის მიერ ულტრამემარჯვენეების სასარგებლოდ ჩარევის გამო“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
ცნობისთვის, ილონ მასკმა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ გერმანელებმა თავიანთი კულტურით უნდა იამაყონ.
„წარსულის დანაშაულებზე დიდი აქცენტი კეთდება და ეს წარსულში უნდა დავტოვოთ. გერმანული კულტურით, გერმანული ღირებულებებით სიამაყე ჩვეულებრივი რამ არის და არ დაკარგოთ ეს რაიმე სახის მულტიკულტურალიზში, რომელიც ყველაფერს ასუსტებს“, – განაცხადა ილონ მასკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამომრჩეველთა განწყობას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი – იმის თქმა, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის, დაუსაბუთებელი პოზიციაა – ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც იქნება შეფასებული