ოლაფ შოლცი – ევროპა არავის მისცემს უფლებას, უკრაინის დემილიტარიზაციას დათანხმდეს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლფი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ -რუსეთის ცალმხრივი შეთანხმებების შესაძლებლობას გამორიცხავს, – უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება შოლცმა NTV-ზე გააკეთა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპა არ დაუშვებს ასეთ სცენარს, რადგან მას აქვს ხმის უფლება კონტინენტის უსაფრთხოების საკითხზე და რომ არ შეიძლება არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები ევროპელების გარეშე ან უკრაინელების აცილებით.
„ჩვენ, როგორც ევროპელები, ამას არ დავუშვებთ. ასევე არ მივცემთ არავის უფლებას დათანხმდეს, რომ უკრაინის დემილიტარიზაცია უნდა მოხდეს“, – აღნიშნა შოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები