ოლაფ შოლცი – გერმანია უკრაინას დეკემბერში 650 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია ს 650 მილიონი ევროს ღირებულების იარაღის ახალ პარტიას გაუგზავნის, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შოლცმა აღნიშნა, რომ კიევში ვიზიტით სურს, გამოხატოს სოლიდარობა და ნათლად აჩვენოს, რომ გერმანია დარჩება უკრაინის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად ევროპაში.
„1000 დღეზე მეტია უკრაინა გმირულად იცავს თავს ს დაუნდობელი აგრესიისგან. ვგეგმავ, გამოვაცხადო 650 მილიონი ევროს ღირებულების დამატებითი თავდაცვითი აღჭურვილობა, რომელიც დეკემბერში იქნება მიწოდებული“, – აღნიშნა შოლცმა.
მისი თქმით, უკრაინას შეუძლია გერმანიის იმედია ჰქონდეს. „ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც ვაკეთებთ”, – აღნიშნა შოლცმა.
შეგახსენებთ, უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს დილით ჩავიდა. ეს მისი მეორე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს