ოლაფ შოლცი – გერმანია მხარს არ უჭერს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას, რადგან ისრაელს „ჰამასის“ დამარცხების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს

გერმანიის კანცლერის, ს განცხადებით, ბერლინი იცავს პოზიციას, რომ ისრაელს უფლება აქვს ქვეყნის წინაშე წარმოქმნილი საფრთხეებისგან თავი დაიცვას და „ჰამასი“ გაანადგუროს.
„ჩვენი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ისრაელს, ასევე, უნდა ჰქონდეს უფლება დაამარცხოს „ჰამასი“ და ხელი შეუშალოს მას ტერორისტული აქტების განხორციელებაში“, – განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, გერმანია საომარ მოქმედებებში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადების მომხრეა, მაგრამ არ ითხოვს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას, რადგან „ისრაელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაამარცხოს „ჰამასი“.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია