ოლაფ შოლცი – ბუნდესტაგმა უნდა მიიღოს დადგენილება, რომელიც უკრაინის ომს და მის შედეგებს გერმანიისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის საგანგებო მდგომარეობად აღიარებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქვეყნის პარლამენტს მოუწოდა, სწრაფად მიიღოს დადგენილება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ს ომს და მის შედეგებს ევროპისთვის „საგანგებო სიტუაციად“ აღიარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ბუნდესტაგმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს დადგენილება, რომელიც უკრაინის ომს და მის სერიოზულ შედეგებს გერმანიისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის საგანგებო მდგომარეობად აღიარებს. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომელიც დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, აღარ მოხდება სხვა ამოცანების ხარჯზე, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების მიმართ უნდა შეასრულოს“, – აღნიშნა შოლცმა.
გერმანიის კანცლერს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის დახმარებაზეა საუბარი ან რა წყაროებიდან იქნება დაფინანსება. თუმცა, კვლავ ისაუბრა ეგრეთ წოდებული „ვალის მუხრუჭის“ რეფორმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ინვესტირების დამატებითი შესაძლებლობების გახსნისთვის.
„საუბარია ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა შოლცმა და დასძინა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხდარი მოვლენებისა და ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებების გათვალისწინებით, ამ კითხვაზე პასუხის გადადება აღარ შეიძლება.