ოკუპირებულ ცხინვალში მასშტაბური სპეცოპერაცია ტარდება

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რაც დაკავშირებულია „მაღალი რანგის თანამდებობის პირზე თავდასხმასთან“.
ამავე წყაროს თანახმად, ოპერაციაში 100-მდე ოფიცერია ჩართული და ექვსი ადამიანი უკვე დაკავებულია.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამთავრობო უწყებებს არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რას უკავშირდება ოპერაცია.
თუმცა ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეგრამ გვერდი იუწყება, რომ სპეცოპერაციას წინ უძღოდა შეიარაღებული პირების შეჭრა „საბაჟო კომიტეტის“ თავმჯდომარის, ალექსანდრე ჩოჩიევის ოფისში, – მას გარკვეული მოთხოვნები წაუყენეს და სცემეს.
დე ფაქტო -ის ცნობით, ეჭვმიტანილთა სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს და იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს