ანექსირებულ ყირიმში ბენზინისა და დიზელის გაყიდვა შეიზღუდა.
ოკუპანტი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ნახევარკუნძულის თითოეულ მაცხოვრებელზე მხოლოდ 30 ლიტრი საწვავის გაყიდვა არის დაშვებული.
გარდა ამისა, 30 დღის განმავლობაში ყირიმის ნახევარკუნძულზე საწვავზე ფიქსირებული ფასი იმოქმედებს.
ადმინისტრაციის განცხადებით, გამოქვეყნდება სია, რომელშიც მითითებული იქნება გასამართი სადგურები და საწვავის მარაგები ამ სადგურებზე.
ბოლო თვეებში უკრაინა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსულ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს უტევს, რის გამოც რეგიონების ნაწილს, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმს და უკიდურეს აღმოსავლეთ ოლქებს საწვავი რთულად მიეწოდებათ.
