ოკუპირებულ აფხაზეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის გამო გამოძიება დაიწყეს

ოკუპირებული ს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ წინასწარი საგამოძიებო შემოწმება დაიწყო რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ს ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც 20 თებერვალს გაიმართა სოხუმში.
დე ფაქტო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სოხუმში მუჰაჯირების სანაპიროზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან „უცნობმა პირებმა ხსოვნის გარკვეული რიტუალი მოაწყეს, ადრე ექსტრემიზმისთვის ნასამართლევი და იამალის ავტონომიური ოლქის მე-3 კოლონიაში გარდაცვლილი ა. ნავალნის პატივსაცემად, მონუმენტის კვარცხლბეკზე ამ უკანასკნელის ფოტოს განთავსებით“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ფაქტმა „აფხაზეთის მოქალაქეებსა და აფხაზეთის დედაქალაქის სტუმრებში უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია“.
„ამჟამად დადგენილია, ქმედების ჩამდენი პირების ვინაობა. შესაბამისი სახე აღუდგა ძეგლის კვარცხლბეკს, დედაქალაქის შინაგან საქმეთა სამმართველოში მიყვანილია დროებით ქ. სოხუმში მყოფი, ს ფედერაციის კიროვის ოლქის ორი მცხოვრები 1982 წელს დაბადებული ვალენტინ ვლადიმიროვიჩ კარპინი და 1981 წელს დაბადებული კარპინა დარია ვლადიმეროვნა. მოცემულ ფაქტზე მიმდინარეობს წინასწარი საგამოძიებო შემოწმება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აზუსტებს კონკრეტულად რა სამართალდარღვევას ედავებიან რუსეთის მოქალაქეებს.
ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემი აქციები რუსეთის ბევრ ქალაქში გაიმართა. რის შემდეგაც უცნო ადამიანებმა სახელდახელოდ მოწყობილი მემორიალები დაშალეს, აალაგეს ყვავილები, სანთლები და სხვა სამახსოვრო ნივთები. აქციებზე დააკავეს რამდენიმე ასეული ადამიანი.