,,ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგადაც საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა ს მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა.
„ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგადაც საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თეიმურ კარბაია დაიღუპა – ეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა. მწუხარე 75 წლის იუბილე!“- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.