ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ₽12 მლრდ დაჯდება – პირველი ფრენა 2024 წელს განხორციელდება

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ₽12 მლრდ დაჯდება – პირველი ფრენა 2024 წელს განხორციელდება
„აფხაზეთსა და ს ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე 12 მილიარდი რუბლი დაიხარჯება, ხოლო პირველი საცდელი რეისი რუსეთიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით 2024 წელს განხორციელდება.“ – ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო იუწყება.
უწყების დელეგაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს ეწვია და კაპიტალურ სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
„2024 წელს, ბიუჯეტის წყაროებთან ერთად, საინვესტიციო კაპიტალი პროპორციულად მიიღებს მონაწილეობას რესპუბლიკის განვითარებაში. ერთობლივი მოქმედებების წყალობით, მხარეებმა დაიწყეს საინვესტიციო პროექტის განხორციელება აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიზნით. პროექტში ინვესტიციის მოცულობა 12 მილიარდ რუბლზე მეტია, წელს ველოდებით პირველ საცდელ რეისს რუსეთიდან სოხუმის აღდგენილ აეროპორტში“, – განაცხადა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი 2024 წელს, ფარგლებში ე.წ. ს სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამისთვის გამოყოფს 5,6 მილიარდ რუბლს. ამ თანხაში ასევე შედის სოხუმს და მოსკოვს შორის „ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმებების“ ფარგლებში განსახორციელებელი საბიუჯეტო ინვესტიციებიც.