ოკუპირებული ცხინვალი ახალ წელს ფოიერვერკის გარეშე შეხვდება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საახალწლო ფოიერვერკები გააუქმეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის მერიამ მიიღო. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
“სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამო ყველა პიროტექნიკური შოუ, რომელიც მანამდე ცხინვალის ადმინისტრაციამ დაგეგმა, გაუქმებულია”, – განაცხადეს მერიაში.
ში ს შეჭრას და სრულმასშაბიან ომს დე ფაქტო რესპუბლიკაში ს მსგავსად სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებენ. ცხინვალმა ფოირვერკის გაუქმებაშიც მოსკოვს მიბაძა, რადგან მანამდე მოსკოვის მერიამ საახალწლო პიროტექნნიკის შოუს გაუქმების შესახებ მოსკოვმა განაცხადა.
ოკუპირებული რეგიონის კულტურის სამონისტროში აცხადებენ, რომ 25 დეკემბერს ცხინვალის თეატრალურ მოედანზე ნაძვის ხე განათდება და გაიმართება კონცერტიც. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სადღესასწაულო განწყობა არ არის, რადგან ნოემბერ-დეკემბერში იქ, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული სამი მებრძოლი გადაასვენეს და დაასაფლავეს.
ღია წყაროების ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 40-მდე მკვიდრი დაიღუპა. რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის კონტრაქტით მომსახურე სამხედროები, ცხინვალიდან ში შარშან ორ ეტაპად გაამგზავრეს. გასული წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა.
მოგვიანებით, 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის