ოკუპირებული აფხაზეთი რუსებისთვის ყველაზე პოპულარული და იაფი მიმართულებაა – რუსული მედია

ოკუპირებული 2024 წლის პირველ კვარტალში რუსებისთვის ყველაზე პოპულარული და იაფი ტურისტული მიმართულებაა იყო, ამის შესახებ ს უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკაზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. იგივე წერს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ოკუპირებულ აფხაზეთში 899 000-მა რუსეთის მოქალაქემ იმოგზაურა.
რუსებისთვის ყველაზე იაფი და პოპულარული მიმართულებების ხუთეულში ოკუპირებული აფხაზეთის გარდა მოხვდა:
· თურქეთში – 643 800 მოქალაქემ;
· არაბეთის გაერთიანებული საამიროებში – 572 200 მოქალაქემ;
· ყაზახეთში – 486 900 მოქალაქემ;
· ტაილანდში – 486 800 მოქალაქემ;
· ჩინეთში – 327 000 მოქალაქემ.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ცნობით, 2 კაცზე მოსკოვიდან აფხაზეთში 10-დღიანი ტური 2-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებით, საუზმისა და ავიაბილეთების ჩათვლით, 27100 რუბლი, ანუ $300 ღირს.
შედარებით ძვირია დასვენება სოჭში – სანაპირო კლასტერში დასვენება, სადაც ტურის პაკეტის ღირებულება 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ორ ადამიანზე 37 700 რუბლიდან (415 დოლარიდან) იწყება.
რუსული მედია წერს, რომ მიმდინარე წლის 4 თვეში რუსების საგარეო მოგზაურობის საერთო რაოდენობამ 5,3 მილიონი შეადგინა, რაც თითქმის 9%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.