ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი: ხიდაშელი თვალით არ მინახავს, ვოლსკი მედიიდან ვიცი

ოკუპირებული ს ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტ კიუტი უარყოფს, რომ ის რუსეთში კავშირების მქონე ქართველ ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს შეხვდა და რაიმე სახის მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ მან აფხაზურ მედია Нужная газета-სთან ისაუბრა.
“ეს ხიდაშელი თვალითაც არ მინახავს, ვოლსკი კი მხოლოდ მედიის ცნობებიდან ვიცი… არანაირი მოლაპარაკებები არ მიწარმოებია, მით უმეტეს, მათთან.” – თქვა კიუტმა.
ამას გარდა, კიუტის თქმით, ის ვერ მიიღებდა მონაწილეობას რკინიგზის აღდგენის საუბრებში, რადგან ეს საკითხი მას არ ეხება.
6 მარტს პარტია დროა ირწმუნებოდა, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელსაც კავშირი აქვს რუსეთთან, ქართული ოცნების დეპუტატსა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ს ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობაზე, რკინიგზის აღდგენაზე, ბიზნესურთიერთიბებსა და კონფედერაციის შექმნაზე. დროას ცნობით, მათ რობერტ კიუტიც ჰყავდათ ნახსენები.