ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, რუსეთმა ხელფასების გადასახდელად 72 მილიონი რუბლი გადაურიცხა

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ხელფასების გადასახდელად 72 მილიონი რუბლი გადაურიცხა. ამის შესახებ ოკუპირებული ს ე.წ. “ფინანსთა მინისტრის” მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ დელბამ განაცხადა.
“იანვარში რუსეთმა უკვე გადაუგზავნა აფხაზეთს 344 მილიონი რუბლი.
მეორე ტრანშის ჯამი 72 მილიონი რუბლია. ამ თანხებიდან დაიწყო ხელფასების გადახდა ჯანდაცვის სისტემის, განათლების, კულტურის, სპორტის თანამშრომლებისთვის”, – განაცხადა დელბამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების მთელ რიგს ემატება, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავს მიზნად