ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე გააძევა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დააკავეს და გააძევეს ბრიტანეთის მოქალაქე, რომელსაც აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურები უცხოურ დაზვერვასთან კავშირში ადანაშაულებენ.
ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ე.წ. უწყების მტკიცებით, ბრიტანეთის მოქალაქემ, კულდიპ სინგჰიმ აფხაზეთში არსებული კავშირებისა და კონტაქტების გამოყენებით, შეიმუშავა პროექტი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა მიეღო ინფორმაცია „რესპუბლიკაში“ რუსული და აფხაზური სამხედრო ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობის შესახებ.
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკითხვის დროს უცხოელმა მოქალაქემ განმარტა, რომ დაახლოებით 13 წლის განმავლობაში მუშაობდა ბრიტანული პოლიციის ერთ-ერთი ქვედანაყოფის დაზვერვის დეპარტამენტში.
„ის რესპუბლიკაში საქართველოდან ჩამოვიდა. სოხუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრიტანეთის მოქალაქის ქვეყანაში ყოფნა არასასურველი იყო“, – აცხადებენ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!