ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს — “საფარის” იურისტი

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” იურისტის ცნობით, ოკუპირებული დან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პირი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მანამდე, “საფარის” დახმარებით, ქალმა პოლიციას მიმართა.
“საფარის” იურისტი სალომე სალდაძე “ნეტგაზეთს” უყვება, რომ ქალი “მრავალი წელი იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი”. მისი მშობლები სამეგრელოში ცხოვრობენ, თუმცა თავად გალის რაიონში იყო დაქორწინებული.
“რამდენიმე თვის წინ მსხვერპლი მოტყუებით წამოვიდა (გამოიპარა) საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და მშობლებს უამბო, თუ რისი გადატანა უწევდა აფხაზეთში.
ჩვენი დახმარებით მსხვერპლმა მიმართა პოლიციას. დაიწყო გამოძიება და მოძალადე “საზღვრის” გადმოკვეთისთანავე დააკავეს”, — აღნიშნავს სალდაძე.
კაცი 4 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ოფიციალურ კომენტარს -სგან ელის.