“ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე გაეცნო საგარეო და სამხედრო დაზვერვის ანგარიშებს ს სამხედრო გეგმების შესახებ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

“გავეცანი ორ მნიშვნელოვან სადაზვერვო ანგარიშს – საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის ანგარიშებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით გაზაფხულსა და ზაფხულში. მზად უნდა ვიყოთ შესაძლო მტრული ქმედებებისთვის. აშკარაა, რომ კრემლში ისევ სიგიჟეა. ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები. ჩვენ ვუპასუხებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებაც მოისმინა იმ სფეროების შესახებ, სადაც ყველაზე მწვავე საკითხები არსებობს.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჭურვებისა და თვითმფრინავების მიწოდებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ძირითადი ენერგეტიკული ობიექტების აღდგენისთვის საჭირო ქმედებები.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიხილე სუსტი, უფერული ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა პრობლემები აქვს ადამიანებს; რომელმაც იკადრა თავისი ოჯახის წევრი, მილიარდერი ადამიანი ამ გაუბედურებულ, კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანებს წინ ჩაუყენა“ – ხატია დეკანოიძის განცხადება

აქციის დასრულების შემდეგ, დარბაისელმა ბაბუამ მითხრა, მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში, როგორც ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა გეუბნები და ეს მშვიდობა ბატონი ბიძინას დამსახურებააო-ასეთი პატრიოტი ქართველების შესაკრებად მართლა ღირდა გუშინდელი დღე