ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
“ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აცხადებენ სუს-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან – განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად და გვსურს, ამაში ჩაერთოს ფართო წრეები, მთელი ჩვენი ხალხი, ხელისუფლება, ეკლესია, ახალგაზრდობა