ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და კიევის ოლქს “შაჰედებით” შეუტია – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა 6 ივლისის ღამეს ს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ამჯერად თავდასხმის სამიზნე ზაპოროჟიესა და ს ოლქი გახდა.
როგორც ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფიოდოროვმა განაცხადა, დაახლოებით ღამის 2 საათზე რუსებმა ზაპოროჟიეს ქალაქსა და რაიონს ექვსი „შაჰედის“ ტიპის დრონით შეუტიეს.
„დაზიანდა სასაწყობე შენობები და სოფლის მეურნეობის ტექნიკა ფერმერულ მეურნეობებში. ნაწილობრივ დანგრეულია კერძო საწარმოს შენობა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები და მიმდინარეობს შედეგების ლიკვიდაცია,“ – აღნიშნა ფიოდოროვმა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 89 წლის ქალი.
„ერთი დარტყმა იურკოვკას სოფელში განხორციელდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. ხანდაზმული ქალი დაიჭრა. მას სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება მიეწოდა,“ – აღნიშნა მან.
ამავდროულად, კიევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი კალაშნიკმა აღნიშნა, რომ მტრის დრონების შეტევის შედეგად ვიშგოროდის რაიონში სამი ადამიანი დაშავდა.
„35 წლის მამაკაცმა ზურგის, ხელებისა და ფეხების ნამსხვრევით დაზიანებები მიიღო. 79 წლის ქალსა და 75 წლის მამაკაცს კი მწვავე სტრესული რეაქცია განუვითარდათ. ყველა მათგანს ადგილზე მიეწოდა საჭირო სამედიცინო დახმარება,“ — განუცხადა კალაშნიკმა.
გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ორი მრავალსართულიანი კორპუსი, განადგურდა ოთხი ავტოფარეხი და ერთი ავტომობილი, კიდევ სამი ავტომობილი კი დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას “ლელო-ძლიერმა საქართველომ” უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით – მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად