ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, პეკინი და ბრიუსელი გადატვირთვის პოლიტიკას იწყებენ

პეკინი და ბრიუსელი ერთმანეთში გადატვირთვის პოლიტიკას იწყებენ. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, მოლაპარაკების ერთი მაგიდასთან, სი ძინ პინი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი დასხდნენ და საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს.
ჩინეთი და ევროკავშირი ერთმანეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან, თუმცა ამ საქმეში ევროპის შეფასებით, სერიოზული დისბალანსი შეიმჩნევა. ეს ჩინურ ბაზარზე ევროპული კომპანიებისთვის მოქმედ შეზღუდვებს უკავშირდება – რაც გამოსასწორებელია. მხარეებს საუბარი მეტწილად სწორედ ამაზე ჰქონდათ. თუმცა განმსაზღვრელი იყო გეოპოლიტიკური საკითხები – აქ ევროპას მოლოდინი აქვს, რომ რუსეთთან ახლო ურთიერთობების მქონე ჩინეთი – უკრაინაში მიმდინარე ომში თავის პოზიტიურ როლს შეასრულებს.
გეოპოლიტიკურ საკითხებში შედის ტაივანისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის პრობლემატიკაც – რომლის თაობაზეც ევროპას უცვლელი მიდგომა აქვს და ე.წ. “ერთი ჩინეთის პოლიტიკის” ერთგულიც რჩება. ტურბულენტურ სამყაროში წარმოქმნილ კონფლიქტებში, ერთობლივი მუშაობის აუცილებლობა ახლო აღმოსავლეთზეც ვრცელდება.
ჩინეთ-ევროკავშირის რიგით 24-ე სამიტზე ითქვა, რომ მსოფლიოს ორმა წამყვანმა ეკონომიკამ და ცივილიზაციამ ერთმანეთს უნდა შეხედონ, როგორც პარტნიორებს და არა როგორც მეტოქეებს – რადგან დღეს საერთო საფრთხეები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ურთიერთგანსხვავებები. ამასთან პრაგმატულობას არცერთი მხარე კარგავს: – ჩინეთი სტუმრებს აფრთხილებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური სისტემების საფუძველზე დასავლეთი ორმხრივ ურთიერთობებში კონფრონტაციას უნდა ერიდოს. ევროპა კი ხაზს უსვამს,რომ ჩინეთთან დაცილება არ სურთ,თუმცა უსამართლო მიდგომებს ვერ მიიღებს. ამოცანა ახლა სტაბილურ და კონსტრუქციულ ურთიერთობებშია.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან