„ოთხი ტიპი იყო, შენ დიჯეი კორძი არა ხარ, შე ბო*ო და ქუჩაში გამომეკიდნენ“ – ალექსანდრე კორძაია

მუსიკოსს, Kordz-ს (ალექსანდრე კორძაია) რომელმაც „ოლე ოლა“ შეასრულა, უცნობი პირები დახვდნენ და მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას შეეცადნენ – თავდაპირველად ამის შესახებ Kordz-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მარიამ მაღულარიამ ფეისბუკზე დაწერა, მალევე მუსიკოსმა ინსტაგრამზე ორ ენაზე, ინგლისურად და ქართულად ინციდენტის შესახებ თავად დაწერა.
„დღეს [8 ივლისს] ბებიას ვსტუმრობდი. ტაქსიდან როცა გადმოვედი, ოთხი, საკმაოდ მსუქანი „მობანდიტო“ ტიპი მომიახლოვდა და მეუბნება: „შენ დიჯეი კორძი არა ხარ, შე ბო*ო, ახლა კარგის ტრ**ს მოგი***ვთო“ და ქუჩაში გამომეკიდნენ“. მუსიკოსის თანახმად, მან გაქცევა და შორიახლოს მაღაზიაში მიმალვა მოახერხა: „მაღაზიაში ძალიან კარგი ხალხი იყო და კარიც ჩაკეტეს“, – წერს ის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა