ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მოთამაშეთა რეიტინგის ლიდერია | ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგში ლიდერობს, – რჩეული ფეხბურთელების სიას ანალიტიკური პლატფორმა Sofascore-ი რეგულარულად ანახლებს.
ქართველმა ნახევარმცველმა ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში შევიდა. ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა – ორჯერ ავსტრიის ბუნდესლიგაში და ერთხელ ევროპის ლიგაზე.
ევროპის ლიგაზე „პანათაინაიკოსთან“ შეხვედრის შემდეგ, ავსტრიის ბუნდესლიგაში „ჰარტბერგთან“ კიტეიშვილი თამი 54-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მატჩში 8.5 ქულა დაიმსახურა და ბუნდესლიგის საერთო რეიტინგში საშუალო 7.6 ქულით პირველ ადგილზეა – ასეთია Sofascore-ის შეფასება.
ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 მატჩში 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. მათ შორის, ავსტრიის ბუნდესლიგაში – 8 გოლი და 2 ასისტი, რითაც ოთხ ფეხბურთელთან ერთად ბომბარდირთა დავის ლიდერი
პირველი არხი