ოზურგეთში რუსთაველის თეატრმა სპექტაკლი ,, ძუნწი” გამართა

ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა საგასტროლო პროგრამის ფარგლებში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ძუნწი“ წარადგინა.
წარმოდგენას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
სპექტაკლის ჩვენება გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელშეწყობით განხორციელდა, რომლის მიზანი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა