ოზურგეთში ანსამბლ ,,ერისიონის” სოლო კონცერტი გაიმართა

ოზურგეთში ანსამბლ ,,ერისიონის” სოლო კონცერტი გაიმართა
ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა ანსამბლ „ერისიონის“ სოლო კონცერტი, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ესწრებოდნენ. ღონისძიება მიეძღვნა გამორჩეული ლოტბარის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის — ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილეს.
„ერისიონი“ მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ-პროგრამით — „ქართული საგანძური“ წარდგა, რომელიც მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული შემოქმედების გამორჩეულ ნიმუშებს.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით საქართველოში ვიზიტით მყოფი სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება

იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ დავინახავთ ხალხის სუვერენული ნების პატივისცემის დაბრუნებას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტორების მიერ, რაც დემოკრატიის ძირითადი საფუძველია – ნიკოლოზ სამხარაძე