ოდიშარია ნაცვლიშვილს: ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას რა

“გუშინ ვერ მოვასწარი და ქალბატონო ანა, დაანებეთ ამ მასწავლებლობას თავი რა! სხვათა შორის, სანამ ჩვენ ზრდილობაზე დაიწყებთ რაიმე აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ რა – უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან როგორ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს ან პოლიტიკურ “ისტებლიშმენტზე” როგორ საუბრობთ რა! ქალი ხართ და არ გეკადრებათ – ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას რა”  –  მიმართა “ოცნების” დეპუტატმა მ პარლამენტის სხდომაზე “ლელოს” დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, როდესაც ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ დარბაზში ხმაური იყო და საკუთარი თანაგუნდელებისთვის მოეწოდებინა, მოესმინათ მათივე კოლეგისთვის – ნინო წილოსანისთვი, რომელიც ტრიბუნასთან საუბრობდა.

ასევე დაგაინტერესებთ