ოდესა – კორპუსის ნანგრევებში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს

ოდესაში, მდებარე მაღალსართულიან კორპუსზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს დედისა და მისი 3 თვის ჩვილის ცხედრები.

„ტკივილი, რომლის აღწერაც შეუძლებელია… ვაგრძელებთ მუშაობას“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინული მხარის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ოდესას „შახიდის“ დრონებით 2 მარტის ღამეს შეუტიეს, რამაც შენობის ნაწილის ნგრევა გამოიწვია. მაშველები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ