ოდესაში რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ოდესაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
დაღუპულებს შორის ორი ბავშვია – ერთ-ერთი მათგანი 3-დან 5 წლამდე ასაკის, მეორე კი 3 თვის, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან დედის ცხედართან ერთად ამოიყვანეს.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, შვიდ დაშავებულს შორის 3 წლის ბავშვია.
ოდესასა და ოდესის ოლქში კვირა, 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსებმა უკრაინას Shahed-131/136 ტიპის 8 დრონით შეუტიეს, 7 მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ერთი კი – 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას