ოდესაში ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო დარტყმის მცდელობა იყო

რუსეთმა ოდესაში სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის პრეზიდენტ ს კორტეჟზე. ზელენსკიმ დაადასტურა მასზე სავარაუდო თავდასხმა და აღნიშნა, რომ არ დაშავებულა.
„დღეს ჩვენ ვნახეთ ეს დარტყმა. ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე, მათთვის სულერთია, საით ისვრიან. ვიცი, რომ დღეს იყო მსხვერპლი, ჯერჯერობით ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაღუპულები, დაჭრილები,“ მოჰყავს ზელენსკის სიტყვები სააგენტო UNIAN-ს.
უკრაინის კორტეჟზე სარაკეტო დარტყმის შესახებ პირველი იტყობინებოდა ბერძნული გაზეთი „პროტო ტემა“. ეს მოხდა 6 მარტს, ქალაქში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას.
გაზეთი იმოწმებს ანონიმ წყაროს საბერძნეთის მთავრობაში. წყაროს თანახმად, დარტყმა განხორციელდა, როცა ზელენსკი საბერძნეთის დელეგაციის გვერდით იმყოფებოდა. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საბერძნეთის დელეგაციაში არავინ დაშავებულა. მთავრობაში მხოლოდ ბერძენი მოხელეების მდგომარეობაზე გააკეთეს კომენტარი.
სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებენ ასევე ს პროპაგანდისტული არხები და სხვა მედიასაშუალებები. ამ ამბის გამოქვეყნების მომენტში კიევს არ გაუკეთებია კომენტარი.
ნოემბერში ზელენსკიმ ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ „მინიმუმ ხუთი-ექვსი“ თავდასხმა გადაიტანა. „პირველად ეს ძალიან საინტერესოა, შემდგომში კი კოვიდივით აღიქვამ,“ თქვა მან. მოსკოვს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
პირდაპირ შეკითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა უკრაინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „მოკვლის შანსს“, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა: „ეს ომია და უკრაინას ყოველგვარი უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი მიწა“.

ასევე დაგაინტერესებთ