ო’ბრაიენი: საქართველოში ელიტა EU-სა და NATO-ში შესვლისთვის საჭირო რეფორმებს ბლოკავს

ბოლო ორი წლის განმავლობაში ვხედავთ კონსოლიდაციის ისტორიული მოძრაობას, ევროკავშირმა ცხრა ქვეყანას… EU-ში გარკვეული მომავალი შესთავაზა და NATO-საც ამ ქვეყნებს შორის ბევრთან დაახლოების ან მიღების შესახებ საუბრები აქვს.
ვხედავთ ასევე გარკვეულ რეაქციებს. ელიტები ზოგ ქვეყანაში, მაგალითად საქართველოსა და უნგრეთში, მაგრამ უნგრეთი უკვე არის ევროკავშირის წევრი, ასევე ბოსნიასა და სხვა ქვეყნებში. აქ ელიტის ნაწილი EU-სა და NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭირო რთულ რეფორმებს ბლოკავს. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს არ გაგრძელდეს.
ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ცდილობს, ამ რეგიონში ძალიან აქტიური იყოს და რუსეთის მავნებელი გავლენის წინააღმდეგობაში გარკვეულ წარმატებასაც ვაღწევთ. […]
ზოგადად რომ ვთქვათ, საქართველოს კონსტიტუციის რედაქციაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ მიიღო, წერია, რომ EU-სა და NATO-ში გაწევრიანება სურთ.
ევროკავშირმა ამ კვირას და ჩვენც არაერთხელ, საჯაროდ თუ პირადად, მივაწოდეთ გზავნილი, რომ ეს ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ, უცხოელი აგენტების კანონი, ჩინური კომპანიისთვის პორტის მშენებლობის კონტრაქტის მიცემა და ეს ყველაფერი ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ გზას საფრთხეს უქმნის, რომელსაც მხარს საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უჭერს.