ო’ბრაიენი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ დახუროს საქართველოს ევროპული მომავლის კარი

-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და საკუთარ X-ის გვერდზე მოუწოდა საქართველოს მთავრობას, არ დახუროს საქართველოს ევროპული მომავლის კარი.
“საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. აშშ ძლიერად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ნებას, გახდნენ ევროკავშირის წევრები. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ დახუროს საქართველოს ევროპული მომავლის კაცი” – წერს ჯიმ ო'ბრაიენი.
X-ზე ჯიმ ო'ბრაიენმა ჯოზეფ ბორელის ინტერვიუ გააზიარა, სადაც ის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და მთავრობის წინააღმდეგ მიღებულ შესაძლო შემზღუდველ ზომებზე საუბრობს. ო'ბრაიენმა ასევე დაწერა, რომ 32 წლის მანძილზე აშშ საქართველოს მთავრობას მილიარდობით დოლარით დაეხმარა, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების, შეიარაღების და გაწვრთნის და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების მიმართულებით.