ო’ბრაიენი: აშშ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის გამოყო 390 მლნ დოლარი… ეს დახმარება უკვე დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ თუკი შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომ თუ რუსული კანონი არსებული ფორმით იქნება და არ შეიცვლება ისე, რომ შესაბამისობაში მოდიოდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, იქნება შეზღუდვები. მან ისაუბრა ფინანსურ და სამგზავრო შეზღუდვებზე, ასევე, აღნიშნა, რომ საფრთხე დაემუქრება აშშ-ის მიერ გამოყოფილ დახმარებას.

„თუ კანონი არ შეიცვლება ისე, რომ მან დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები და ამგვარი ტიპის რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სახიფათო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. მარტივი მაგალითისთვის აშშ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის გამოყო 390 მლნ დოლარი, აქედან ნაწილი მოხმარდება სამხედრო თავდაცვის საკითხებს, ნაწილი ეკონომიკის საკითხების, ინსტიტუტებს მშენებლობას, ეს დახმარება უკვე დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ თუკი შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატები მოიაზრება უკვე მოწინააღმდეგე და არა მოკავშირედ.

თუ ეს კანონი წინ წავა ისე, როგორც ახლაა – EU-ის სტანდარტებთან შეუსაბამო, რომელიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიას და გაგრძელდება ძლადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, იქნება ფინანსური და მგზავრობის შეზღუდვები აშშ-ის მხრიდან მათი და მათი ოჯახების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე. “, – აღნიშნა მან.

მან ასევე ისაუბრა ს მიერ შეხვედრაზე უარის შესახებ და თქვა, რომ მიზეზად პრემიერ-მინისტრმა, მ დაასახელა ის, რომ ივანიშვილი „დე-ფაქტო სანქციების ქვეშაა”. ო’ბრაიენის თქმით, ამ ეტაპზე ივანიშვილი სანქციების ქვეშ არ იმყოფება.

„კანონის განხილვებთან დაკავშირებით გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერთან, ჩვენ მოვიწვიეთ პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში და სანამ აქ ჩამოვიდოდით, ჩვენ გამოვთქვით სურვილი შეხვედრისა ბატონ ივანიშვილთან და პასუხი იყო ასეთი პრემიერ-მინისტრისგან, რომ ივანიშვილი იმყოფება დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის.

ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის ასე არასწორად ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარია. მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე გარკვეულწილად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო იმ ვალდებულებაზე, რაც გაწერილია კონსტიტუციაში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობები და საუბრები ერთი მიმართულებაა. თუმცა რა თქმა უნდა ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, რომ არ შეიცვალოს ის კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ჩვენს შორისაა”, – თქვა მან.