ობოლაძე: არვიცი ჯანგველაძის მკვლელობა კობახიძემ გამოიყენა შიდა დაპირისპირებისთვის, თუ ივანიშვილს ჰქონდა ასე დაგეგმილი, თუმცა აქედან დაიწყო “ოცნებაში” ცვლილებები

არვიცი ჯანგველაძის მკვლელობა მ გამოიყენა შიდა დაპირისპირებისთვის, თუ ივანიშვილის ჰქონდა ასე დაგეგმილი, თუმცა აქედან დაიწყო “ოცნებაში” ცვლილებები – ამის შესახებ ნიკა ობოლაძე “ტვ პირველის” პიდაპირ ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, სწორედ “კანონიერის ძმის” მვლელობის საქმეს უკავშირდება გუნდიდან ღარიბაშვილ-ლილუაშვილ-გომელაურის ჩახსნა და ძალაუფლებსი კობახიძე-მდინარაძეზე გადასვლას.

ობოლაძე ასევე “ტვ პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” ტავსი დროზე კობახიძე-ლილუაშვილის დაპირისპირებაზეც ყვება, აცხადებს, რომ სუს-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იმისთვის გაააყენა, რომ მის სკამზე კობახიძის დასმას აპირებდა, რამაც კობახიძის აღშფოთება გამოიწვია.

თებერვალში ძალიან აქტიური იყო ამბავი, რომ გრიგოლ ლილუაშვილი უმზადებდა საკონსტიტუციო სასამართლსო ტავმჯდომარეობსი პოსტს ს. იქ იყო შიდა ბრძოლები. მაშინ ხელისუფლება ჰქონდა, სანამ ბოლომდე კობახიძის ეპოქა დადგებოდა, ჰქონდა ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს, ფარცხალაძეს და პოლიტიკური კლასიდან კობახიძე-მდინარაძის ტანდემი და ამათ შორის დაპირისპრიება სულ იყო. ბიძინა რომ “დაბრუნდა” პოლიტიკაში მაშინ თქვა, რომ გუნდში დაპირისპირებაო. მოკლედ რითაც დავიწყე, მაშინ სუს-მა გადააყენა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და ამან გამოიწვია კობახიძის აღშფოთება. ამის მერე ხდება ჯანგველაძის მკლლელობა და არვიცი ეს კობახიძემ გამოიყენა შიდა დაპირისპირებისთვის, თუ ივანიშვილის ჰქონდა ეგრე დაგეგმილი, თუ ივანიშვილის შეკვეთილი იყო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჯანგგველაძის მკვლელობა ვერ მოხდებოდა ქვეყანაში, მითუმეტეს ფარცხალაძიდა მიქაძეების შეკვეთით მაშინ როცა ეს ხალხი ხელისუფლებაში, ვსაუბრობს ლილუაშვილზე, ფარცხალაძეზე და გომელაურზე და ამის მერე ხდება ზუსტად ხელსიუფლებსი ცვლილება. ივანიშვილი იშორებს ლილუაშვილსაც, გომელაურსაც და ფარცხალაძესაც და მოდიან “ღვანკითის კლანი”. ვატო ყიფიანი ჩამოიყვანეს ფარცხალაძის ნაცვლად და ქუჩაშის საქმეების დასალაგებლად და უცებ გადაწყვიტა ბიძინამ რომ ამ ორს ჩავაბარებ ქვეყანას, საუბარია მდინარაძე-კობახიძეზე.მერე პოლიტიკას კობახიძემ “მიხედა” და ძალოვნების დალაგება დაიწყო მდინარაძემ. -ში იყო მსიი კადრი – გეკა გელაძე. სუს-ში იყო მსიი კადრი და ქუჩაშიც ჩამოიყვანა ვატო ყიფიანი”, – ამბობს ობოლაძე