“ობიექტურადაც აბსურდია ამ კვლევებზე დაყრდნობა და შეიძლება, ობიექტურობამაც იელვა ვაშაძის თავში” – NDI-ს კვლევებზე

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, მიიჩნევს, რომ NDI-ს კვლევები რეალობას არ ასახავს. ხვიჩია გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის კრიტიკას NDI-ს ბოლო კვლევის შესახებ.
“როდესაც პირველად ჩვენ ვამბობდით ასეთ რაღაცებს, მაშინ მთელი ქარტეხილი მოდიოდა იმისი, რომ თითქოს ჩვენ ბარიერს ვერ ვლახავთ და ამიტომ ვაკეთებთ ამას და ა.შ. სინამდვილეში, ეს კვლევა მართლა გადასახევი და გადასაგდებია.
თუ სწორად ვიცი, ცალკე ვაშაძის რეიტინგი არ გაზომილა, “ნაცების” შემადგენელი ნაწილია და, აქედან გამომდინარე, ეგ პროცენტები, სამწუხაროდ, არაფერს გვეუბნება. შეიძლება არ მოსწონდეს და ამიტომ, მაგრამ ობიექტურადაც აბსურდია ამ კვლევებზე დაყრდნობა და შეიძლება, ობიექტურობამაც იელვა ვაშაძის თავში,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა