ობამა და კლინტონი ბაიდენს დონორების მოზიდვაში დაეხმარებიან

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მარტის ბოლოს საარჩევნო დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება. ყოფილი დემოკრატი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი ამბობენ, რომ სპონსორების მოზიდვისა და დაინტერესებისთვის მოწყობილ ამ დიდ შეკრებაში თავადაც მიიღებენ მონაწილეობას.
“ხალხო, 28 მარტს ქალაქ ნიუ-იორკში ფონდების მოსაზიდ ღონისძიებას დავესწრები ჯო ბაიდენის მხარდასაჭერად. ვინ მოდის ჩემთან ერთად?” – დაწერა ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელ “X”-ზე. ბილ კლინტონმა კი უპასუხა: “ჩათვალე, რომ მეც აქ ვარ”. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი ორივე ამ კომენტარს ხუმრობით გამოეპასუხა და წინამორბედებს მიმართა, შემდეგში მხოლოდ მე დამირეკეთო.
ღონისძიება, რომელსაც სამი დემოკრატი პრეზიდენტი დაესწრება, 28 მარტს გაიმართება ქალაქ ნიუ-იორკში. ბარაკ ობამაც და ბილ კლინტონიც დემოკრატ ამომრჩეველში კვლავ პოპულარობით სარგებლობენ. ბაიდენის რეიტინგი კი პრეზიდენტობის სამი წლის შემდეგ ორივე მათგანის რეიტინგებზე ნაკლებია, როცა ისინი ვადის ამავე ეტაპზე იყვნენ.
ბაიდენის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებმა იანვარში თქვეს, რომ 2023 წლის ბოლო სამ თვეში 97 მილიონ დოლარზე მეტის მობილიზება შეძლეს. თუმცა პარალელურად, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამომრჩეველს აწუხებს პრეზიდენტის ასაკი, გაზრდილი ფასები და “ჰამას”-ს ომზე რეაგირება.
ბოლო თვეებში ბაიდენის გუნდს ხშირად მოუწოდებდნენ, რომ პრეზიდენტს მეტად აქტიური, ენერგიული და აგრესიული კამპანია სჭირდებოდა. იანვარში ბაიდენმა პირველად, საჯაროდ და უშუალოდ დაადანაშაულა თავისი რესპუბლიკელი ოპონენტი და წინამორბედი 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის წაქეზებაში და მისი დასჯის მსურველებზე შურისძიების დაგეგმვაში.
კი რბოლაში დარჩენილ ერთადერთ რესპუბლიკელ კანდიდატ ნიკი ჰეილისთან პირისპირ, დამაჯერებელი უპირატესობით მიიწევს წინ საპრეზიდენრო ნომინაციისკენ.
ბაიდენი ახლა 81 წლისაა, ტრამპი კი -77-ის.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება